სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს ორ ლოკაციაზე აწარმოებენ. სუს-ის ცნობით ოკუპირებულ სოფელ წნელისში კი საოკუპაციო ძალების ე.წ. “საგუშაგოა“ განთავსებული.ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყეში, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მიერ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ინფორმაციით, ამ ტყეში დე ფაქტო ხელისუფლებას ერთზე მეტი საგუშაგო უკვე აშენებული აქვთ.
სუს-ს, უწყებამ გავრცელებულ კომენტარში განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება უკიდურესად სახიფათოა და ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს დამატებით პრობლემებს უქმნის.
“აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი,“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ კომენტარში.