LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნას არ ადასტურებს

135
ხურვალეთიიი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნას არ ადასტურებს. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” სუს-ში განუცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – განაცხადეს სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები