სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია.
„მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით მისთვის გარკვეული რეკომენდაციები მიგვეცა.
მოგეხსენებათ გამოძიება ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს “, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.
ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი – გვარამია სუსი-ს განცხადებაზე