LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურვილი გვაქვს, რომ გაფართოვდეს იმ დანაშაულების წრე, რომელსაც შეიძლება შეღავათი შეეხოს: “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იწყება

152
FORTUNA.GE- (4)

“მუხლების დამატების საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტად გაფართოვდეს იმ დანაშაულების წრე, რომელსაც შეიძლება შეღავათი შეეხოს. თუ როდის გაფართოვდება ეს ყველაფერი, დისკუსიების პროცესში გამოჩნდება.” – “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწინოს, რათა მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებული იყოს.

მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებებით შესაძლებელია, ბევრმა ადამიანმა მიიღოს ისეთი შეღავათი, რომელსაც კანონმდებელი დაუშვებს. ეს კი შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს, საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი დაიმკვიდრონ:

“ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწინოს, რომ გადაწყვეტილება დაბალანსებული იყოს. ცვლილებებით სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა ადამიანმა ის შეღავათი მიიღოს, რომელსაც კანონმდებელი დაუშვებს. ეს იქნება მათთვის დამატებითი შანსი, რომ საზოგადოებაში კუთვნილი ადგილი დაიბრუნონ და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია მოხდეს. ეს ის საბოლოო მიზანია, რომლისკენაც სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელშემწყობი იქნება ასეთი შანსის მიცემა, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობა სწორად და გაგებით გამოიყენებს.” – განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ დისკუსიების პროცესში გამოჩნდება, როდის გაფართოვდება დანაშაულების წრე, რომელსაც შეიძლება შეღავათი შეეხოს:

“რაც შეეხება ამნისტიის მუხლებთან დაკავშირებით მუშაობის მოდელს, ეს არცერთ შემთხვევაში ინდივიდუალური საქმეების განხილვას არ მოიცავს და არ გულისხმობს. აქ საუბარია ზოგადად დანაშაულის ამნისტირებაზე. შესაბამისად, არ იქნება სწორი კონკრეტული პირების მიმართ დამატებაზე ან ამოღებაზე საუბარი.” – თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინულ დანაშაულს. ამნისტია არ შეეხება – ოჯახში ძალადობისთვის, ნარკორეალიზაციისა და მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს.

 

“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?