Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთეს

28336240_2247098385307689_847302703626102_o

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები. უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები