LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურგულაძე: გვითხრეს, რომ სიტყვა ს..ი არის ჩიტი, ამიტომ მინდა მივმართო სამგორის გამგებელს – ს..ო, ჩამოდი და დაგველაპარაკე, ან კაბინეტში დაგვპატიჟე

140
ing (13)

“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სამგორის რაიონის გამგეობასთან გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.

პარტიის წევრების პროტესტი გამოიწვია გამგებლის კახა სამხარაძის ფეისბუქსტატუსმა, სადაც სამხარაძემ აქციის მონაწილეები სი…რებად მოიხსენია, მოგვიანებით კი სტატუსი წაშალა.

აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ გამგებელმა ბოდიში უნდა მოიხადოს საჯაროდ, ასევე დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, მაშინ თბილისის მერს მოსთხოვენ, რომ გადააყენოს თავისი გუნდის წევრი:

“ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე სიტყვა ს..ი არის ჩიტი, ამიტომ მინდა მივმართო სამგორის გამგებელს – ს..ო, ჩამოდი და დაგველაპარაკე, ან კაბინეტში დაგვპატიჟე.

ადამიანი არის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, მას თმენის მოვალეობა აქვს, ხომ უნდა მოიხადოს ბოდიში არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ – ტელევიზიების მეშვეობით, მეორე – დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, მაშინ კახა კალაძეს მოვთხოვთ, რომ გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი.

ეს ის ხალხია, რომელსაც თავისი კეთილდღეობა, ბორინკას კეთილდღეობა მაგათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სულ არ აინტერესებს, საქართველოს ხვალ და ზეგ რა ექნება”, – განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, დღესვე სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართულ აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარი განმარტა.

მისი თქმით, მას აქციაზე მისული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს სიტყვები სხვა მნიშვნელობით გამოიყენა:

„ჩემი Facebook არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.

ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ.

ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი.

უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს”, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები