LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამთან ახლოს 60 ძირი ნაძვი უკანონოდ მოჭრეს

129

სურამთან ახლოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 60 ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 60 ძირი ნაძვის, უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

“ამ დროისათვის, ადგილზე რჩებიან უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ,” – აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები