პრაქტიკული ავტომობილი, როგორც წესი, სპორტქართან ყველაზე ნაკლებად ასოცირდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სარბოლო ავტომობილის სხვა დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება. მითუმეტეს ახლა, თანამედროვე რეალობაში ყველაზე პოპულარული მოდელი უნივერსალია და უნივერსალი კი სუპერქარად ან სპორტქარად მარტივად გადაკეთდება.
კომპანია Ubisoft-ის დიზაინერმა რაიან პრისკმა მთელი ფანტაზია ჩართო და აგარაკისთვის განკუთვნილი მოდელების თავისებური ვერსიები შექმნა.