LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტ “ნიკორას” თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

107
FORTUNA.GE- (6)

სუპერმარკეტების ქსელ”ნიკორას” თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, დიღმის მასივში მოხდა.

დაჭრის ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების პრესსამსახურში თქვეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 19/108 მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

დეტალების გასარკვევად “ფორტუნა” ქსელის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

განახლებულ ინფორმაციას, მომხდარისა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები