LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერკუპე Polestar 1 კრაშ-ტესტში გამოსცადეს

36

ბრენდმა Polestar-მა პირველი სერიული მოდელის, სპორტკუპეს გამოცდა გადაწყვიტა. ავტომობილის ძარა არატრადიციული მასალისგანაა დამზადებული და მასში დიდი რაოდენობით ალუმინია გამოყენებული, სწორედ ამიტომ ავტომწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რა მოუვიდოდა ასეთ კონსტრუქციას ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში.

იმისათვის რომ შედეგი მაქსიმალურად რეალისტური გამოსულიყო, ექსპერტებმა ავარიის ყველაზე რთული ვარიანტი შეარჩიეს. ავტომობილი კედელს 56 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს დაეჯახა. Polestar-მა ავარიის ზუსტი შედეგები არ დააზუსტა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. სწორედ ამიტომ, კომპანია კრაშ-ტესტებს მომავალშიც გააგრძელებს და ცდები Volvo-ს ცენტრშიც ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები