Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სუპერ მდიდარი რუსების ძლევამოსილ ჯგუფს უფლება კიდევ აქვს, მთელ მსოფლიოში შეზღუდვების გარეშე იმოქმედოს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერ მდიდარი რუსების ძლევამოსილ ჯგუფს უფლება კიდევ აქვს, მთელ მსოფლიოში შეზღუდვების გარეშე იმოქმედოს

162
2022-russian-sanctions_twitter2

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის 20 უმდიდრესი ადამიანიდან ნახევარს სანქციები არ დაუწესდა, – ვრცელ ინფორმაციასა და მიმოხილვას აღნიშნულ საკითხზე „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შედეგად, სუპერ მდიდარი რუსების ძლევამოსილ ჯგუფს უფლება აქვს მთელ მსოფლიოში შეზღუდვების გარეშე ისევ იმოქმედოს. რუსი ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი, ფოლადის მაგნატი ვლადიმერ ლისინი და Lukoil-ის თავმჯდომარე ვაგიტ ალეკპეროვი სწორედ იმ უმდიდრეს რუსებს შორის არიან, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ.

სანქციების ექსპერტები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სანქციებს მიღმა დატოვების შესახებ ნაწილობრივ მაინც არის დაკავშირებული მათ მნიშვნელოვან წილებთან ენერგიის, მეტალებისა და სასუქების მსხვილ კომპანიებში.

„მთლიანობაში, სანქციებით ჯამში $200 მილიარდის მფლობელი მილიარდერები დაზარალდნენ. დიდმა ბრიტანეთმა 10 ყველაზე მდიდარი მილიარდერის მიმართ დააწესა სანქციები, ევროკავშირმა 9-ის, ხოლო აშშ-მა მხოლოდ ოთხის“, – წერს „ბლუმბერგი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები