LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუპერ მარიოზე“ ანიმაციურ ფილმს 2022 წელს ვიხილავთ

170
3734838-super-mario-3d-all-stars-review-promothumb

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუპერ გმირი „სუპერ მარიოა“. მალე გმირზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ. კომპიუტერულად გენერირებული სურათებით შექმნილ ფილმზე მუშაობა კომპანია Nintendo-მ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა, როგორც ჩანს, ანიმაციაზე მუშაობა კვლავ გრძელდება, ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „სუპერ მარიოზე“ ანიმაციურ ფილმს 2022 წელს ვიხილავთ. ფილმის დისტრიბუტორი კომპანია კი Universal Pictures იქნება. რა თქმა უნდა, ანიმაციაში  გრაფიკულად გაუმჯობესებული ვერსია იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება თამაშებს, Super Mario 3D All Stars, მათი შეძენა განახლებული გრაფიკით დღეიდან, 18 სექტემბრიდან, იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები