საკულტო თამაში Super Mario სრულმეტრაჟიან ფილმად გამოვა. შესაბამისი კონტრაქტი კომპანიებმა Nintendo და Illumination Entertainment უკვე გააფორმეს. ეს უკანასკნელი ცნობილია წარმატებული პროექტებით „საზიზღარი მე“ და „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“.
შეგახსენებთ, რომ 1993 წელს ცნობილი თამაშის მიხედვით ფილმი „მარიოს სუპერძმები“ გამოვიდა, რომელშიც ბობ ჰოსკინსი, ჯონ ლეგუიზამო და დენის ჰოპერი მონაწილეობდნენ. ფილმს განსაკუთრებული კომერციული წარმატებისთვის არ მიუღწევია.