ახლოვდება Super Bowl 2022. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მისი ჰედლაინერები ემინემი, სნუპ დოგი და Dr Dre იქნებიან, მათ ასევე მერი ჯეი ბლაიჯი და კენდრიკ ლამარი შეუერთდებიან. სწორედ ისინი წარდგებიან მილიონობით მაყურებლის წინაშე მატჩის შესვენებებზე.
„ეს ჩემი კარიერის შემდეგი ლეველია“, – აცხადებს რეპერი Dr Dre.
„მე იქ ვიქნები“, – გაავრცელა ფოტო მრავალი „გრემის“ მფლობელმა ემინემმა.
შეგახსენებთ, წინა Super Bowl The Weeknd– მა გახსნა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური პერფორმანსი Covid-19-ის პანდემიის ფონზე.
ცნობისთვის, Super Bowl 2022-ის თებერვალში გაიმართება.
პირველი „მსოფლიო პერფორმანსი“ Covid-19-ის ფონზე – ყველაფერი Super Bowl-ის შესახებ