LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუნამო, რომელიც ვენეციის ბაღში მოგზაურობას გადმოსცემს – „ისი-პარისგან”

2636
50260547_406949730059548_1743641478902211624_n

Un Jardin Sur La Lagune – ასე ჰქვია ახალ სუნამოს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანია „ისიპარიმ“ ქართველ მომხმარებელს წარუდგენა.

არომატი Hermès-ის ბრენდს ეკუთვნის, მისი პრეზენტაცია კი საქართველოში Cafe Verde-ს ულამაზეს ტერასაზე შედგა, სადაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა ახალი სუნამოს დაგემოვნება შეძლეს.

როგორც „ფორტუნას”„ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, სუნამოს ძირითადი ნოტები ზღვის შხეფებით დანამული მაგნოლია და შროშანია. ფლაკონი კი გამჭვირვალე ფერების გრადაციით გამოირჩევა ისევე, როგორც Hermès-ის Jardin-ის ხაზის მისი წინამორბედი სუნამოები.

„Hermès -ეს არის ძალიან მაღალი დონის ბრენდი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, შექმნის დღიდან პარფიუმერიამდე. პარფიუმერები არ უდგებიან არომატის შექმნას, როგორც უბრალოდ არომატს. განსაკუთრებით Hermès-ის Jardin-ის ხაზი ეს არის არომატები, რომლებიც გადმოსცემს პაფიუმერის მოგზაურობას ამა თუ იმ ადგილას. Un Jardin Sur La Lagune ეს გახლავთ Jardin-ის ხაზიდან მეექვსე არომატი, რომელიც გადმოსცემს ჰერმესის ექსკლუზიური პარფიუმერის Christine Nagel-ის მოგზაურობას ვენეციის ბაღში, სადაც როგორც თავად აღნიშნავს, დრო ჩერდება და სიცოცხლე ყვავის. “მე ვოცნებობდი ამ ბაღზე, მე შევქმენი სუნამო ამავე ბაღზე მოგონებებით, ფიქრით ხეებსა და ყვავილებზე, ბუნებაზე, რომელიც კვლავ გრძელდება მასში” – ამბობს Christine Nagel, რომელიც ახლახანს შეუერთდა ბრენდს“, – განმარტა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, თუ ერთხელ მაინც გაგიგიათ Hermès-ის სახელი, მაშინ მისი ცნობილი სუნამოების ხაზიბაღების სერია აუცილებლად გეცოდინებათ, რომელიც სხვადასხვა განსაკუთრებულ არომატს გვთავაზობს.

HERMÈS-ის სუნამოს ბაღების სურნელებათა ხაზი 2003 წლიდან იღებს სათავეს და ძალიან ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ხაზიდან თითოეული არომატი გადმოსცემს იმ საოცარი ადგილის ამბავს, სადაც პარფიუმერს უმოგზაურია.

აღსანიშნავია, რომ HERMÈS-ის ახალი სუნამო, სახელწოდებით Un Jardin Sur La Lagune „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები