ამსტერდამში გამართული ამხანაგური მატჩი ჰოლანდიასა და საფრანგეთს შორის (2:3) მე-14 წუთზე შეჩერდა. მომდევნო ერთი წუთი „ამსტერდამ არენაზე“ მხოლოდ აპლოდისმენტები, ცრემლები და ის – იოჰან კრუიფი იყო.
სხვათა შორის, „აიაქსისა“ და ნაკრების საშინაო სტადიონი მალე შეიძლება „იოჰან კრუიფ არენა“ გახდეს. ქალაქის ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა სახელის გადარქმევის იდეას და ეს ინიციატივა აქტიურად განიხილება მედიაში.
https://www.youtube.com/watch?v=7k-MnDJd3Ac