LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ უფრო მეტად მაშფოთებს საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯები… 50-ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს, მოსამართლეები კი, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს: ჯიმ რიში

64
ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, მას სულ უფრო მეტად აწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. როგორც სენატორმა რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს – ერთი მათგანი კი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ჯიმ რიშმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

„რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.  ვიცი, რომ სენატორი შაჰინი ამ მხრივ ჩემს შეშფოთებას იზიარებს, ჩვენ ამის შესახებ არაერთი დისკუსია გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად იმუშავებთ,“- განაცხადა სენატორმა, ჯიმ რიშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები