კორეის ხსენებისას ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ორიგინალური კერძები და განსხვავებული ტრადიციები. თუმცა, ამგვარი წარმოდგენების მიღმა, არსებობს სხვა კორეაც, რომელიც სიღარიბესთან ასოცირდება.
ფოტოგრაფმა სიმ კუიუ-დონგმა სეულში სტუდენტობის პერიოდში ამოყო თავი. 5 წლის განმავლობაში ის პატარა, ვიწრო ოთახში ცხოვრობდა.
ამ ხნის მანძილზე დონგმა შეაგროვა რამდენიმე ათეული ფოტომასალა, რათა სამყაროსთვის ეჩვენებინა, როგორ ცხოვრობს სამხრეთ კორეის ღარიბი მოსახლეობა იაფ საცხოვრებელ სახლებში სახელად “გოშივონი”.