LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ “რუსთავი 2” მექნება ჩართული – კვიციანი

223
244314269

უფლებამდამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლის შემდეგ “კურიერის” ყურება ღირს.

„პატიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი აღნიშნულ სტატუსს საკუთარ „ფეისბუქზე“ აზიარებს და წერს, რომ  სულ “რუსთავი” ექნება ჩართული!

“ჩემი ბლოკიც მოხსნილი აქვს დღეიდან “რუსთავი 2”-ს! ნებისმიერ დროს მზად ვარ “რუსთავი 2”-ის რესპოდენტი ვიყო! პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად, სულ “რუსთავი” მექნება ჩართული,”- წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2238287393148130&id=100009006727100

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ზე “კურიერი” ეთერში 20 აგვისტოსაც არ გასულა. მიხეილ სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს.

“რუსთავი 2”-ის ეთერში არც დღეს 12:00 საათზე არ გავიდა საინფორმაციო გამოშვება. ეთერში არ გასულა კურიერი დილის ცხრა და ათ საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები