მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის შვილები, ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების დედის, ნათია ბანძელაძის გუშინდელ ინტერვიუს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
ნათია ბანძელაძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ გარდაცვლილი მეუღლის შესახებ და მისი ცხოვრების რთულ მომენტზე ისაუბრა.
„დე…
სულ მინდა თავის არნახულ და გამორჩეულ ისტორიაზე წიგნი დაწეროს, ესენი ურთიერთობის ისეთ უმაღლეს საფეხურზე იყვნენ აუცილებლად უნდა შემოინახოთ თქვენი ისტორიები ჩვენთვის, შვილებ-შვილიშვილ-შვილთაშვილებისთვის და არა მარტო … მადლობა დე“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
„რამდენი სიყვარულის ისტორია არსებობს, რამდენი დაწერილა, მაგრამ თქვენი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარულია!!!
როგორ მეშინოდა ამ გადაცემის ხმით ყურება, მაგრამ რამდენადაც მძიმე მოსასმენია იმდენად სასიამოვნოა, შეეხო მარადიულ გრძნობას, რომელიც აქ და ახლა ჩვენთანაა“, – წერს ნინი გოგიჩაიშვილი