LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მგონია, რომ ღმერთი პირველს მიიღებს მათ სულს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს“ – პოეტი ლაშა მარგიანი

343
BeFunky-collage (8)

ლაშა მარგიანი ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პოეტი წერს, ლიზას ნიღბები არ ეკეთა, იყო ისეთი, როგორიც იყო, ან როგორიც თვითონ წარმოედგინა საკუთარი თავი.

ლაშა მარგიანი ასევე აღნიშნავს, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება არ გეცოდებოდეს ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია.

მარგიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„არ მესმის, როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია არც შენთვის, არც სხვისთვის და ვიღაცამ სასტიკად მოკლა.

ლიზა ქისტაურზე მაქვს საუბარი.

თუ ვინმე სიცოცხლით სავსე იყო, ამ მომაკვდავ ქვეყანაში,

ერთ-ერთი პირველი ისიც იყო,

თუ ვინმე რამეს ბედავს ამ მონური ფსიქოლოგიის მქონე საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გარშემოა,

ერთ-ერთი ისიც იყო.

ალბათ ამ გაბედვას ვერ პატიობენ მსგავს ადამიანებს,

ამ გაბედვის გამო არ უყვართ ისინი და ამიტომ დევნიან და ძალადობენ მათზე.

ღმერთმა იცის, რამდენ სისაძაგლეს ვაკეთებთ ჩუმად, ზურგს უკან, მოფარებულში, ერთმანეთთან კი ათას ნიღაბს მოვირგებთ ხოლმე, მით უფრო ხალხში.

ლიზას ეს ნიღბები არ ეკეთა, იყო ისეთი, როგორიც იყო, ან როგორიც თვითონ წარმოედგინა თავისი თავი.

სადღაც წავიკითხე ადრე დაახლოებით ასეთი რამე,

იმის მეშინია,

როცა ღვთის წინაშე წარვსდგები,

ვაითუ ღმერთთან ისინი დამხვდნენ, ვინც ჯოჯოხეთისთვის განწირული მეგონა

და ჯოჯოხეთში იმათ მოვკრა თვალი, ვისზეც ვფიქრობდი,

რომ ცხონდებოდა და სამოთხეში მოხვდებოდაო.

ჰოდა.

სულ მგონია,

რომ ღმერთი პირველს მათ სულს მიიღებს,

ვინც ადამიანებმა არ მიიღეს,“ – წერს ლაშა მარგიანი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „ლიზა, ცხოვრებაში მოვასწარი შენთვის თქმა, რა მაგარი იყავი, ძალიან დიდი უსამართლობაა რაც მოხდა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ლიზა ქისტაურთან ჩაწერილ ინტერვიუს გვიზიარებს

დათო გორგილაძე ლიზა ქისტაურზე: აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა სილაღეს საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად

გიორგი კეკელიძე: „ვწუხვარ ბელგიაში გარდაცვლილი ლიზა ქისტაურის გამო, იმ ადამიანების გამოც ვწუხვარ, ვინც ამ შობას, გარდაცვლილ ადამიანს ღმერთის მაგივრად განსჯიან და ღლიცინით მიუჩენენ ჯოჯოხეთში ადგილს“

თამუნა მუსერიძე: „ღმერთო, როგორ უყვარდა სიცოცხლე, ამ ბოლო დროს ყველას ძალიან თბილ მესიჯებს გვწერდა, უცხოებსაც კი, ნეტავ გრძნობდა რამეს?“

„ის ბიჭი, მგონი, თავის ქვეყანაში იყო წასული, ვფიქრობ, შეიძლება, ამხელა ტრაგედია არც კი იცის მისმა შეყვარებულმა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლიზა ქისტაურის გარდაცვალებაზე

„რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი.. სულ ვიქნებით ქვეყანა და ხალხი, რომელსაც მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი“ – ნინა კობახიძე ლიზა ქისტაურზე

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები