Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სულ მცირე 80 გარდაცვლილი – საფრანგეთში ტერაქტი მოხდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 80 გარდაცვლილი – საფრანგეთში ტერაქტი მოხდა

86

საფრანგეთის შს მინისტრის ინფორმაციით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 18 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ინფორმაციას“ბიბისი“ ავრცელებს. ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ხალხის ნაკადში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, შემდეგ კი შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

„არ უნდა უარვყოთ, რომ ნიცაში თავდასხმა ტერორიზმთან არის დაკავშირებული,“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა სპეციალური ტელემიმართვის დროს.

მისივე თქმით, ისლამური ტერორიზმი მთელ საფრანგეთს ემუქრებოდა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი სადღესასწაულო ფეიერვერკს უყურებდა. სატვირთო მანქანამ ხალხის ნაკადში 2 კმ დიდი სისწრაფით გაიარა.

მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს, მოგვიანებით კი მანქანაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი. „ფრანს პრესი“ წერს, რომ მანქანაში, ასევე, იპოვეს წარმოშობით ტუნისელი 31 წლის ნიცის მცხოვრების დოკუმენტები.

დღეს ქალაქში ყველა დროშა დაშვებული იქნება, გადაიდო მომღერალ რიანას კონცერტი და ჯაზფესტივალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები