აშშ-ში, ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 24 – დაშავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია.
მედიის ცნობით, ღონისძიება, რომელიც ჰაილენდ პარკში, ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარეობდა, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოულოდნელად შეჩერდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფესტივალი გაუქმდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქალაქის ცენტრში გასვლას თავი აარიდონ.