LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მალე საქართველოდან ფრენების შესრულებას ახალი ავიაკომპანია იწყებს

104

სულ მალე საქართველოში ფრენების შესრულებას ახალი ავიაკომპანია იწყებს. „ჰუალინგის“ დაარსებული Myway airlines ოპერირებისთვის ემზადება. ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოჩნდება ახალი მოთამაშე საავიაციო ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ”ჰულიანიგ ჯგუფმა” ფრენების განხორციელებისთვის საჭირო ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.

როგორც ”ფორტუნას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩაჩავამ განუცხადა, ”ჰუალინგის” შემოტანილი დოკუმენტაციის განხილვა სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს და ეს პროცესი იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

”დეკომუნტების რაოდენობა არის დიდი, შესაბამისად, მათი განხილვა ეტაპობრივად ხორციელდება. ნაწილი უკვე შემოწმებული და განხილულია. საბოლოოდ ეს პროცესი იანვარში დასრულდება და შესაბამისად, ავიაკომპანია ოპერირებას 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებს”, – განმარტა კახა ჩაჩავამ.

მისივე თქმით, კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737“ ტიპის ორი თვითმფრინავის მეშვეობით. არსებული ინფორმაციით, Myway airlines-ი საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც შუა აზიის ქვეყნების, ისე თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით.

შეგახსენებთ, ”ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ავიაკომპანიის გახსნის გეგმაზე 2016 წლის მაისში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები