LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა ჰაერზე ყოფნა განწყობასა და ხასიათზე დადებითად მოქმედებს

52

სუფთა ჰაერზე ყოფნა განწყობასა და ხასიათზე დადებითად მოქმედებს. ადამიანები ბედნიერებას ხშირად მატერიალურ ნივთებში ეძებენ. ორეგონის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველაფერი ბევრად მარტივია და კმაყოფილების გამოწვევა უბრალო გასეირნებასაც შეუძლია. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც 4500 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები ბუნებაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ არაჩვეულებრივ განწყობაზე დგებოდნენ და გარდა ამისა, სუფთა ჰაერი მათ ჯანმრთელობაზეც დადებითაც აისახებოდა.

ექსპერტთა დასკვნით, სიმწვანეში გატარებული დრო დეპრესიისა და სტრესის წარმოქმნის რისკსაც ბევრად ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები