„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 05 ივლისის 06:00 სთ-დან 06 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სადგურ სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი. ამის შესახებ „ფორტუნას“ რკინიგზიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან მოიხსნება შემდეგი მატარებლები:
- ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.
- თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.
- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი№852/851 თბილისი-ბათუმი.
- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი№858/857 თბილისი-ბათუმი.
- თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი.
- თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.
- ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .
- თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.
აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.