LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი დაიკეტება

60

„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 05 ივლისის 06:00 სთ-დან  06 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სადგურ სუფსას ყველა  ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი. ამის შესახებ „ფორტუნას“ რკინიგზიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან მოიხსნება შემდეგი მატარებლები:

  • ერევნიდან 4 ივლისს და  ბათუმიდან  5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.
  • თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.
  • თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი№852/851  თბილისი-ბათუმი.
  •  თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი№858/857 თბილისი-ბათუმი.
  • თბილისიდან და ოზურგეთიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი.
  •  თბილისიდან და ქუთაისიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.
  •  ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .
  • თბილისიდან 5 ივლისს და  ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.