LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანში დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

119
სუდანიიი

სუდანის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. როგორც ექიმთა ჯგუფი ამბობს, დედაქალაქ ხართუმში უსაფრთხოების ძალების მიერ აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნეს.

საპროტესტო აქცია გარდამავალი სამხედრო საბჭოს შენობასთან აპრილის დასაწყისიდან იმართებოდა. მოსახლეობა მჯდომარე აქციას დემოკრატიული მთავრობის მოთხოვნით მართავდა, თუმცა სამხედრო საბჭომ, რომელიც სუდანს ამჟამად უდგას სათავეში, მათი დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას ვადამდელი არჩევნების 9 თვეში დანიშვნის პირობა მისცა.

შეგახსენებთ, გარდამავალმა სამხედრო საბჭომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ორი თვის წინ გადააყენა. ალ ბაშირი ქვეყანას სათავეში 30 წლის განმავლობაში ედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები