LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან – მეუფე იოანე რიონის ხეობის მცველებზე

74
meuphe-ioane-w-h

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეობაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები არიან.

მეუფე იოანეს თქმით, ქუჩის აქციებს შედეგები არ მოაქვს, ის რიონის ხეობის მცველებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს:

„მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს, სიკეთე არ მოაქვს არასდროს. კი მესმის, იქ ქალბატონი მინისტრი არასწორად მოიქცა და დატოვა შეხვედრა და უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა.

ისინიც სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრია ეს, გადახედვას მოითხოვს,“ – განაცხადა მეუფე იოანემ.

“ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი” – ვარლამ გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები