LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru WRX -ს Special Edition-ის ვერსია შეემატა

11

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის Subaru ავსტრალიურმა დანაყოფმა ოფიციალურად განაცხადა 2016 წლის Subar WRX Special Edition-ის გაყიდვების დაწყების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Special Edition-ის დამზადებას წინ უძღვოდა გაყიდვების დიდი პროცენტული მაჩვენებელი, უკანასკნელი მონაცემებით Subaru WRX-ის გაყიდვების მაჩვნებელი მსოფლიოს მასშტაბით 50 000 ავტომობილს გადაცდა.

Subaru WRX Special Edition დამზადებულია WRX Premium-ის ბაზაზე, თუმცა ამ უკანასნკელისგან განსხვავებით დამატებული აქვს მთელი რიგი ტექნიკური თუ ვიზუალური დეტალები. მათ შორისაა უნიკალური 18 დიუმიანი დისკები, რომელიც BBS-მა სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნა. აგრეთვე ექსკლუზიური წითელი გაფორმებები, როგორც ინტერიერში, აგრეთვე ექსტერიერშიც.

სალონში შევხვდებით 7 დიუმიან სენსორულ მონიტორს, სადაც აისახება ნავიგაციისა და უკანა ხედვის კამერის კადრები. აგრეთვე Harmon Kardon-ის აუდიო სისტემას, სალონის დიოდური განათების სისტემასა და სხვა.

რაც შეეხება ძრავს, Subaru WRX Special Edition-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია ოპოზიტური, 2,0 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 267 ცხენის ძალაა, ხოლო სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ, როგორც 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე მომუშავე ვერსია და ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მომუშავე ვერსიაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტული სრულამძრავიანი მოდელი, შეგეძლებათ შემოთავაზებული უნიკალური შეფერილობებიდან: ბროლისფერი შავი, WR ლურჯი, მუქი ნაცრისფერი, ბროლისფერი თეთრი, ყინულივით თეთრი (Crystal Black, WR Blue, Dark Grey, Crystal White და Ice Silver) აარჩიოთ.

Subaru WRX Special Edition სულ რაღაც 200 ეგზემპლიარად დამზადდება, მისი ფასი კი 46 ათასიდან, 48 ათასამდე ავსტრალიურ დოლარამდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები