LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru–ს დრიფტი თოვლიან გზაზე, რომელსაც მრბოლელი მარკ ჰიგინსი მართავს

23

კომპანია Subaru-მ ოთხკარიანი WRX STI-ის მონაწილეობით რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ავტომობილი ბობსლეის ტრასაზე ეშვება. ავტომობილი, რომელსაც მრბოლელი და კასკადიორი მარკ ჰიგინსი მართავს, ერთი წრის გავლის შემდეგ დაზიანდა.

გარბენი ალპებში, შვეიცარიულ კომუნა სანკტ-მორიცში შედგა. 113 წლის ბობსლეის ტრასა მსოფლიოში უძველესად მიიჩნევა და ამასთან უკანასკნელია მათ შორის, რომელიც ნატურალური ყინულისგან და თოვლისგან არის გაკეთებული.

გარბენში გამოიყენეს ავტომობილი, რომელზეც მარკ ჰიგინსმა ბრიტანულ კუნძულ მენზე საქალაქო ტრასის რეკორდი დაამყარა. ბობსლეის ტრასისთვის კი Subaru-მ ატელიე Prodrive-ში გააუმჯობესება გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები