LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru-მ მეხუთე თაობის კროსოვერის პირველი თიზერი გაავრცელა (ვიდეო)

100

ახალი Subaru Forester-ის დებიუტის თარიღი ცნობილია. კომპანია Subaru-მ მეხუთე თაობის კროსოვერის პირველი თიზერი გაავრცელა. მოდელს საზოგადოება ნიუ-იორკის ავტოსალონზე, 28 მარტს იხილავს. სიახლის წინამორბედი კონცეპტ-ქარი VIZIV Future გახდა. მისი დებიუტი კი ტოკიოში ჯერ კიდევ 2015 წელს შედგა. წინასწარი ინფორმაციით, Subaru Forester ახალი არქიტექტურით Subaru Global Platform-ითაა აგებული, რაც მოდელს ბევრ უპირატესობას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ Subaru-მ გასულ წელს თავისი ყველაზე დიდი კროსოვერი Ascent წარმოადგინა. მოდელმა ახალი ტურბოძრავი მიიღო და მას 260 ცხენის განვითარება შეუძლია. Forester-მა კი, რომელიც ბაზარზე სავარაუდოდ მომავალი წლიდან გამოვა, 2,0 და 2,5 მოცულობის ძრავები მიიღო და 241 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. საინტერესოა, რომ ავტომობილის ღირებულება სავარაუდოდ, 30 ათასი დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები