Subaru და Toyota იაპონიაში განთავსებული ქარხნების მუშაობაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ. Subaru–ს შემთხვევაში ყველა ქარხანა 4 დღით გაჩერდება, Toyota კი ფიქრობს რომ 15 საწარმო მთელი თვის განმავლობაში გააჩეროს. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად ბრენდი დაგეგმილზე 140 ათასი ავტომობილით ნაკლების გამოშვებას შეძლებს.
„სუბარუს“ ასეთი ზომების მიღება წელს პირველად ნამდვილად არ უწევს. მანამდე მანქანათმშენებლობა აპრილის თვეში, 13 დღით შეჩერდა. შეეხება თუ არა ახალი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებში მდებარე ქარხნებს, ჯერ–ჯერობით რთული სათქმელია.
რაც შეეხება „ტოიოტას“, ბრენდი როგორღაც ახერხებდა, რომ წარმოების ტემპი შეენარჩუნებინა და ტექნიკური დეტალების სიმცირე არ შეემჩნია. ყველაფერი კი იმის დამსახურება იყო, რომ 10 წლის წინ ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, მწარმოებელს საჭირო დეტალების დიდი მარაგები ჰქონდა დაგროვილი.
თუმცა, პანდემია ზედმეტად გაგრძელდა და პრობლემების აღიარება Toyota–საც მოუხდა. გარდა დეტალების დეფიციტისა, ბრენდმა გაჩერების გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მომრავლების გამოც მიიღო.