LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru ავტომობილების წარმოებას წყვეტს

122
subarunewsss678

კომპანია Subaru–მ იაპონიაში მდებარე ყველა ქარხნის გაჩერება დააანონსა. ბრენდმა ასეთი გადაწყვეტილება მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებით და ბაზარზე დაბალი მოთხოვნით ახსნა. ანუ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსის ინფექციაა.

აშშ–ში, ინდიანას შტატში მდებარე Subaru–ს ქარხანა 23 მარტიდან გაჩერდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ წარმოება 7 აპრილიდან განახლდებოდა, თუმცა საგანგებო რეჟიმმა 20 აპრილამდე გადაიწია. რაც შეეხება იაპონურ დანაყოფებს, მათი გაჩერება 11 აპრილიდან – პირველ მაისამდე იგეგმება.

თუმცა, 1 მაისიდან – 11 მაისამდე, ქარხნები სხვა მიზეზით არ იმუშავებენ, საქმე ისაა რომ თვის პირველ კვირას ქვეყანაში ოფიციალური დასვენებაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ ბევრი საავტომობილო კომპანია უკვე წარმოების გასაგრძელებლად ემზადება. მაგალითად, Kia კონვეიერს 6 აპრილიდან, Volkswagen კი – 9 აპრილიდან აამუშავებს. ყოველშემთხვევაში, მათ ამის დიდი იმედი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები