LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუბარუ” ასაკოვანი ადამიანებისთვის საუკეთესოა

98

ამერიკელმა ექსპერტებმა იმ ხუთი ავტომობილის ჩამონათვალი შეადგინეს, რომელიც ასაკში ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში მხოლოდ ორი ავტომწარმოებლის მოდელები შევიდნენ.

სპეციალისტებმა ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მოდელები 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შეარჩიეს. გაირკვა, რომ ასაკოვან ადამიანებს პირველ რიგში უსაფრთხო და საიმედო ავტომობილები სჭირდებათ რომელთა მართვა მარტივია და ასევე სირთულეს არ წარმოადგენს სალონში მოხვედრა. ასევე, ეს ავტომობილები სასურველია ადაპტირებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. და კიდევ, მოხუცი ადამიანებისთვის განკუთვნილ ავტომობილებს მძლავრი ნათების ფარები უნდა ჰქონდეთ, რომ ღამით მშვიდად გადაადგილდნენ.

მაშ ასე, პირველი ადგილი იაპონურმა ქროსოვერმა Subaru Forester-მა დაიკავა, რომლის ღირებულებაც 22,6 ათას დოლარს შეადგენს. მეორე პოზიცია Subaru Outback-ს ერგო, რომლის ფასიც 25 000 დოლარიდან იწყება. ლიდერთა სამეულს კი KIA Soul ასრულებს, რომლის ფასიც 16 000 დოლარია. მეოთხე და მეხუთე ადგილები Subaru Legacy-მ და KIA Sportage-მა გაინაწილეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები