”ბარსელონას” ვარსკვლავებმა ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა მორიგ იაპონურ შოუში მიიღეს მონაწილეობა. ვარსკვლავებს ბურთი უნდა მოეხვედრებინათ მფრინავი დრონისათვის, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ურუგვაელმა შეძლო.
ლუის სუარესს 2016/17 წლების სეზონში ლა ლიგაში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მან 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, მესის ანგარიშზე კი 13 შეხვედრაში გატანილი 12 გოლი და 4 გადაცემაა.
არგენტინელმა მეორე ადგილი დაიკავა 2016 წლის ”ოქროს ბურთის” გამოკითხვაში.
https://www.youtube.com/watch?v=aRIXSCtZsxU