კომპანია skoda-მ თავისი მოსწავლეების მორიგი ქმნილება წარადგინა. ამჯერად სტუდენტებმა პიკაპი Mountiaq შექმნეს და ის Kodiaq-ის კროსოვერის ბაზაზეა აწყობილი. ორიგინალ ავტომობილს მათ ძარა გადაუკეთეს და დამატებით რამდენიმე დეტალიც შეცვალეს.
პიკაპის შექმნაზე 6 სხვადახვა სპეციალიზაციის 35 სტუდენტი მუშაობდა. ავტომობილის აწყობას მთლიანობაში 8 თვე დასჭირდა. მათ შეცვალეს ძარა, გაზარდეს საბურავების ბაზა, საბარგული და სალონიც მთლიანად განაახლეს.
დასკვნით ეტაპზე სტუდენტებმა პიკაპს განსხვავებული ხმოვანებაც შესძინეს და ის სრულად ახალი ძრავით აღჭურვეს.