ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სტუდენტებისთვის შეთავაზება აქვს – კომპანია თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთს მათ 290 ევროდ სთავაზობს.
”განსაკუთრებული ფასდაკლების მისაღებად, აუცილებელია წარადგინოთ სტუდენტური ID ბარათი. სამგზავრო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავიაბილეთები უკვე იყიდება როგორც ჩვენი ავიაკომპანიის სალაროებში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში”, – აცხადებენ Georgian Airways-ში.
შეგახსენებთ, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, რამდენიმე ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს, მათ შორის ისეთი ქალაქებისკენ, როგორებიცაა: პარიზი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბოლონია, ათენი, სალონიკი და სხვა... აღსანიშნავია, რომ 2017 წლის გაზაფხულიდან Georgian Airways უკვე დაფრინავს ლონდონსა და პრაღაში.