ტეხასში, North Lake-ის კოლეჯის კამპუსში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა ატეხა. პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი თავად თავდამსხმელია.
ჯერჯერობით უცნობია თავად მოიკლა თავი თავდამსხმელმა თუ პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.
კოლეჯის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ კოლეჯში სწავლა 8 მაისამდე გადაიდო. გაუქმებულია ყველა ლექცია. პოლიცია ამბობს, რომ საფრთხე არ არის, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
სტუდენტებს, რომლებსაც პირადი ნივთების კამპუსიდან წაღება სურს, საერთო საცხოვრებლამდე პოლიციის ესკორტი მიაცილებს.
(1) All campuses will be closed until Monday, May 8. If you need to retrieve any of your personal belongings…
— Dallas College North Lake Campus (@northlake_dc) May 3, 2017