LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტების პრობლემები პრობლემებად რჩება და ჩვენი ლოზუნგია: „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?!” – განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების აქცია გაიმართა

96
სტატუსშეჩერებული სტუდენტები

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.

მოძრაობა „ხალხისთვის” წევრის მარიამ კუსიანის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნაა – სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გადასახადი გაუნახევრდეთ. კუსიანის თქმით, განათლების სამინისტროსა და მთავრობას აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ და მთავრობამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შესაბამისად, სტუდენტების პრობლემები პრობლემებად რჩება და ჩვენი ლოზუნგია:

„რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?!” მოთხოვნებიც იგივეა, რაც აქამდე გვქონდა. ვითხოვთ, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი აღუდგეთ და სწავლის საფასური გაუნახევრდეთ.

ჩვენი გეგმაა, რომ არაერთი მიმართვა გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ ხმა მივაწვდინოთ”, – განაცხადა კუსიანმა.