LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები ევროპაში შეღავათიან ფასად გაფრინდებიან – ბუდაპეშტში ავიარეისი შესრულდება

99
A Wizz Air Airbus A321 flies over the Danube River at the Hungarian parliament buiding  in Budapest on May 1, 2016 during the Budapest Air Show.  / AFP PHOTO / ATTILA KISBENEDEKATTILA KISBENEDEK/AFP/Getty Images ** OUTS - ELSENT, FPG, CM - OUTS * NM, PH, VA if sourced by CT, LA or MoD **

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბუდაპეშტის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ავიარეისი შესრულდება, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ევროპაში შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ.

გიორგი გახარიას განმარტებითვე, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ჩვენი ბევრი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით, 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და დადგინდა ახალი მიმართულება ბუდაპეშტში, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით“, – განმარტა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნის შესაბამისად მთავრობა ამ პროგრამას გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები