„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა წერილი მისწერა, სადაც ხაზგასმითაა საუბარი იმაზე, რომ ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და დღემდე იდევნება.
ტოხვაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი საგამოძიებო უწყების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.
მისი თქმით, წერილის შინაარსი ძალიან ემოციური იყო, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ პედაგოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნილია და სკოლიდან გამოაძევეს, თვითმკვლელობის ზღვარზეა.
„ბატონ გიორგის, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსს პროკურატურისთვის უნდა მიემართა. საჭიროა რეგიონული პოლიციის ჩართულობაა იმისთვის, რომ პირველ რიგში, მისი სიცოცხლე დავიცვათ, შემდეგ კი დავეხმაროთ, როგორც სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებულს“. – განუცხადა ჟურნალისტებს ნანა ტოხვაძემ.