ანსამბლი „შავნაბადა“ სტრასბურგს სტუმრობდა, სადაც დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიმართა. საამაყოა, რომ ქართულმა ანსამბლმა მნიშვნელოვანი ღონისძიება ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიით გახსნა (ვერსიის ავტორი – კომპოზიტორი მიშა მდინარაძე), შემდეგ კი ქართული ფოლკლორის ნიმუშები შეასრულა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ანსამბლის წევრებმა სიმღერით სტრასბურგი შეაზანზარეს.