LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მიიღო: ელენე ხოშტარია

54
0893FDB8-00EB-47B4-B742-14FEFF288419

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მოამზადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილება,  არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია. მისი შეფასებით, ინტერპრეტირება დაუშვებელია „არა რაღაც კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ ეს დამატებით დიდ ზიანს, ქვეყანას მიაყენებს.“

„აქ არც „ქართულ ოცნებას“ და ზოგადად, არავის არ აქვს დიდი მანევრის საშუალება – ეს აუცილებლად გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც ამით მანიპულირებას დაიწყებს. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილებით საუბარი –  რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესვე სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ანუ, ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ იგი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ. საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილია.

მეორე – სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ რა პირობებშია მიხეილ სააკაშვილი, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცესი უკვე, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშაა.

სტრასბურგში მაგალითად მოუწევთ იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრებს, რომელიც მისი ნების გარეშეა გამოქვეყნებული და რაც უკვე შეფასებულია არაერთი არასამთავრობოს მიერ, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააკაშვილის საკითხი არ არის ჩემი პრეროგატივა: ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც მანვე აღნიშნა, პროცესის ზედამხედველობისას სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში სააკაშვილის უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო პირობები არ არის, რადგან ამ პროცესს უკვე უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს.

კარლ ჰარცელი: სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შესრულება უზრუნველყოს

„თან ამ მეთვალყურეობის ქვეშ ძალიან კონკრეტული ვადა – ორი კვირაა მიცემული. ეს ორი კვირა ჩვენთვის, ყველასთვის და ხელისუფლებისთვის არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან.

ახლა დადგა მომენტი, როდესაც საერთაშორისო, ყველაზე დიდი ინსტიტუტი გვეუბნება  – მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით, ცხადია, ეს ჩემი სიტყვებით მარტივი ინტერპრეტაციაა.

რომ არა საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ, ხოლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქვს შანსი მოკლევადიან პერსპექტივაში არ შეიქმნას დამატებითი პრობლემები სტრასბურგის სასამართლოსთან და გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან,“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე:

„მთავარი დანიშნულებაა, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა: რატი ბრეგაძე

ევროპულმა სასამართლომ აღიარა მსჯავრდებული პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტი და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდეს: სააკაშვილის ადვოკატები

„თარგმანზე არ ვიდავებდი“ – რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ნიკა სიმონიშვილის განმარტება

სამადაშვილი: რა უნდა ეთქვა სტრასბურგს? მიშასთვის – იშიმშილე სიკვდილამდეო და ბიძინასთვის საავადმყოფოს მისამართი მიეწერა?