სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.
ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ დამატებითი დეტალები უნდა მიიღოს.
სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 10 ნოემბერს დაავალა ციხეში სააკაშვილისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.