სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ ჩადენილი დანაშაულების – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მიმართ.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან
სასამართლოს ცნობით, მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დოკუმენტის თანახმად, ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, რა დროსაც იგი კონვენციის მხარედ ყოფნას შეწყვეტდა.
სასამართლოს ინფორმაციით, წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს წარმოშობს, 2022 წლის 16 სექტემბრამდე მოხდა.
Grand Chamber judgment Georgia v. Russia (II) – just satisfactionhttps://t.co/Fzq1PuI9qO#ECHR #CEDH #ECHRpress pic.twitter.com/1SknfHCUva
— ECHR CEDH (@ECHR_CEDH) April 28, 2023