LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა: 131 504 052 ლარი ხელუხლებლად დევს

116
a90472b

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შექმნილი ვითარების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს შორის არის ფონდი STOPCOV. ფონდში, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლვევალ ნებისმიერ მსურველს შეეძლო თანხის ჩარიცხვა. დღეის მონაცემებით, მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე  131 504 052 ლარია ჩარიცხული და ჯერ კიდე ხელუხლებლად დევს ანგარიშზე. ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის რა მიმართულებით დაიხარჯება მილიონები. ერთი, რაც საზოგადოებამ იცის, არის ის, რომ თანხა ვირუსთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს. სხვა დეტალები უცნობია ვირუსის გავრცელებიდან 2 თვის შემდეგაც კი.

ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ რომ არ დაწყებულა ამაზე საუბრობს დედაქალაქის მერი და ამავდროულად საკოორდინაციო საბჭოს წევრი. კახი კალაძემ არ იცის თანხის ხარჯვა რა მიმართულებით დაიწყება. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ამ თანხების გახარჯვა ჯერ არ მიმდინარეობს. თუ რა მიმართულებით იქნება განკარგული თითოეული თეთრი, ცნობილი და ცხადი იქნება საზოგადოებისთვის. ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კალაძემ.

ამ დროისათვის ფონდში ყველაზე დიდ თანხის შემომწირველია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი ქარხნის მუშა: ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს ყველაზე გულუხვი დონორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები