LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა

1379
BeFunky-collage (14)

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. ინფორმაციას “პირველ არხთან” ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ადასტურებს.

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.- აცხადებს ჩხეტიანი.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

კერძოდ, მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები