მთავრობა STOPCOV ფონდში აკუმულირებულ თანხას მეორე ტალღისთვის ინახავს. პრემიერის თქმით, ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.
„ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ – წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი,“-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 133.5 მილიონი ლარია.