LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმში თავდასხმაზე ეჭვმიტანილი წარმოშობით უზბეკი მამაკაცია

107

სტოკჰოლმში, გუშინ მომხდარ ტერაქტის საქმეზე დაკავებული ეჭვმიტანილი წარმოშობით უზბეკი 39 წლის მამაკაცია.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ თავდამსხმელებიდან, რომლებიც სატვირთო ავტომობილში ისხდნენ.

მანქანის დათვალიერებისას პოლიციამ საეჭვო მოწყობილობაც აღმოაჩინა, თუმცა მისი შემადგენლობა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

გუშინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით, დაკავებულია მეორე პირიც, თუმცა მის ვინაობას შვედეთის პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილები მას შემდეგ დააკვეს, რაც მედიის საშუალებით, შვედეთის პოლიციის მიერ ძებნილის ფოტოები გავრცელდა.

შვედეთის პრემიერმა სტეფან ლოფვენმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. სტოკჰოლმის ცენტრში გუშინ, ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. დადასტურებულია 4 ადამიანის დაღუპა (ადგილობრივი მედია 5 მსხვერპლის შესახებაც წერს) ხოლო დაშავებულთა რიცხვი უცნობია. დაშავებულთა შორის არიან მოზარდებიც. რვა ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ქალაქში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ქვეყნის საზღვრების დაცვა პრემიერის ბრძანებით გამკაცრებულია.

იხილეთ ჩვენი სტატია ამავე თემაზე: რა მოხდა სტოკჰოლმში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები